ქირავდება სრულად გარემონტებული, სტუდიოს ტიპის 1-საძინებლიანი ბინა ახალ დასრულებულ კომპლექსში m² იპოდრომთან 2.
აპარტამენტს აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 1 საძინებელი და 1 სველი წერტილი. ბინა არის მყუდრო და კომფორტული. წარმოდგენილია გემოვნებით შერჩეული ავეჯი და სრულად უზრუნველყოფილია ტექნიკით.
ბინა აღჭურვილია ჭკვიანი ტექნოლოგიებით, პლანშეტში ჩატვირთული აპლიკაციის საშუალებით ბინაში დისტანციურად შეგიძლიათ მართოთ განათების, გათბობისა და კონდიცირების სისტემა, ასევე ბინაში არსებული ტენიანობისა და ტემპერატურის მაჩვენებლები.
კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. 23%-მდე ენერგოეფექტურობა კი უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების შემცირებას. გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, კომფორტით.