ქირავდება სრულად გარემონტებული, 4-ოთახიანი ბინა კომპლექსში m² ყაზბეგზე.
ბინას აქვს სამი საძინებელი, საკმაოდ დიდი მისაღები ოთახი , იზოლირებული სამზარეულო, ორი სველი წერტილი,დიდი აივანი, რომელიდანაც ხედი იშლება ქალაქზე. ბინა სრულად უზრუნველყოფილი ავეჯით, სამზარეულოს თუ აბაზანის ტექნიკით. ერთ-ერთ საძინებელს აქვს გარდერობის ოთახი. სადარბაზოში არის დიდი ზომის ჩაშენებული კარადები. ბინას აქვს ასევე საოჯახო პარკინგის ადგილი, სადაც შესაძლებელია 3 მანქანის განთავსება.
m²-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. კომპლექსის m² ყაზბეგზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
სხვა უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს, ალ ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველას შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.