ქირავდება 2-ოთახიანი ბინა ახალდასრულებულ კომპლექსში m² ყაზბეგზე 2.
ბინას აქვს სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები , ერთი საძინებელი, ერთი სველი წერტილი და აივანი. აპარტამენტი სრულად აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით. აპარტამენტი გადაწყვეტილია მშვიდ ფერებში, რაც მეტ სიმყუდროვეს სძენს მას.
m²-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. კომპლექსის m² ყაზბეგზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
სხვა უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს, ალ ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველას შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.