ქირავდება სრულად გარემონტებული, სტუდიოს ტიპის 1-საძინებლიანი ბინა კომპლექსში ოპტიმა ისანი,
აპარტამენტს აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი, ბინა სრულად უზრუნველყოფილია ავეჯით, სამზარეულოსა და სააბაზანოს ტექნიკით.
საცხოვრებელი კომპლექსი, ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა -ში მდებარეობს. მდებარეობის მთავარი უპირატესობებია:
• სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან
• სიახლოვე ქალაქის ცენტრთან
• საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა, შესაბამისად, უკეთესი ეკოლოგიური გარემო
• კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა
სხვადასხვა ობიექტებამდე მისასვლელად საჭირო დრო (ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში):
Ø თავისუფლების მოედნამდე - 10 წუთი
Ø მეტრო სამგორამდე - 3 წუთი
Ø მეტრო ვარკეთილამდე - 3 წუთი
Ø ნავთლუღის ავტოსადგურამდე - 5 წუთი
Ø კახეთის გზატკეცილამდე -2 წუთი
კომპლექსის დამატებითი უპირატესობები:
• დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და ენერგო ეფექტური განათება, რაც უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 23%-მდე დანაზოგს
• კეთილმოწყობილი, მყუდრო ეზო - საბავშვო და სპორტული მოედნებით და ავტოსადგომებით
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.