იყიდება 5-ოთახიანი ბინა პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "პარკ ჰოუმ საბურთალო“. კომპლექსის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინა ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით (გათბობა+გაგრილება). ბინის ღირებულებაში ასევე შედის დიზაინერის მომსახურება.
ბინის მახასიათებლები:
- დიდი მისაღები ოთახი ვიტრაჟული ფანჯრებით
- ნახევრად იზოლირებული სამზარეული
- საძინებელი:
საძინებელი 1- "მასტერი" საგარდერობე სივრცით და სველი წერტილით
საძინებელი 2- სველი წეტილით
საძინებელი 3
კაბინეტი 4
- 3 სველი წერტილი
- 3 აივანი
„პარკ ჰოუმ საბურთალო“ “ანაგი დეველოპმენტის კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში - ქალაქის ხელის გულზე დატეული ხედებით, უზარმაზარი რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით და კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებლით.
კომპლექსი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორიით, დიდი გამწვანებული ეზოთი, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით თუ სხვა ნაწილებით, იქნება თქვენი საშუალება, თქვენსავე საცხოვრებელ სივრცეში დაისვენოთ დატვირთული დღის ბოლოს, ან სულაც პირიქით - აქტიურად გაატაროთ დასვენების დღე.
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ იცხოვროთ კომფორტულად, მშვიდად და დატკბეთ ყოველი დღით:
- საკუთარი სარეკრეაციო სივრცე და პარკი;
- დაცული შიდა ეზო;
- სპორტული და საბავშვო მოედნები;
- 25 მეტრიანი აუზი და საბავშვო საცურაო აუზი;
- ფიტნეს დარბაზი;
- კომერციული და საოფისე ფართები;
- ლობი კონსიერჟის მომსახურებით;
- ღია და დახურული ავტოსადგომი.